მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ქმნიდა არქიტექტურულ ნაგებობებს.
ეს ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ XXI
საუკუნეშიც კი იწვევს ჩვენს გაოცებასა და აღტაცებას.
________________
გიზას პირამიდები. ეგვიპტე.
ძვ.წ XXVI ს. მსოფლიოს 7 საოცრებიდან
ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. პირამიდა ფარაონის
სამარხს წარმოადგენს, იგი ძველი ეგვიპტის დიდებასა და სიძლიერეს
განასახიერებს.
სტოუნჰენჯი. დიდი ბრიტანეთი. ბრინჯაოს ხანა. ამ გიგანტური
ლოდების - მეგალითებისგან შექმნილი კომპლექსის დანიშნულება
ბოლომდე გარკვეული არაა. სავარაუდოდ, იგი დაკავშირებული იყო
უძველეს რელიგიასთან - მზის კულტთან.
ძველი მსოფლიოს საოცრებებს ეკუთვნის აგრეთვე შუამდინარეთში
გავრცელებული უზარმაზარი საფეხურისებრი კოშკები, რომელთა
თავზე მოთავსებული იყო ტაძარი -
ზიკურატი. მათ შორის ყველაზე
დიდი იყო ე.წ ბაბილონის გოდოლი. რომელიც, ბიბლიის თანახმათ,
განრისებულმა უფალმა დაანგრია. ბაბილონის გოდოლი ადამიანის
ცოდვების სიმბოლო გახდა. ამერიკელი რეჟისორის ჯ. ჰასტინის
ფილმმა
'ბიბლია'(1966) გოდოლის დანგრევის სცნებით მთელს
მსოფლიოში გაითვა სახელი.
ანტიკურ სამყაროში ასევე არაერთი არქიტექტურული შედევრი
შეიქმნა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ათენის
აკროპოლისის
კომპლექსი და ძველ რომში აგებული
კოლიზეუმი, რომელშიც
იმართებოდა სანახაობები.
ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა
და ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა ე.წ
ომარის მეჩეთიიერუსალიმში. იგი არაბთა სახელმწიფოს დიდებას განასახიერებდა.
იცით თუ არა, რომ დედამიწაზე არსებობს არქიტექტურული
ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდანაც კარგად ჩანს ? ეს
ჩინეთის
დიდი კედელია ! კედელი ქვეყნის მთელ ჩრდილოეთ საზღვარს
გასდევს. იგი უდიდესი თავდაცვითი ნაგებობაა მსოფლიოში.
აია-სოფია არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია,
რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი
მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი.
2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში
განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
თანამედროვე არქიტექტურაც მრავალ საოცრებას გვთავაზობს.
ახალი ტექნოლოგიები მეტ გასაქანს აძლევს არქიტექტორების
ფანტაზიას.