კატალოგი |
|
| ჩანაწერების არქივი | | |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16
განუმეორებელმა გვენ სტეფანიმ (Gwen Stefani) გაალამაზა ჟურნალ InStyle ' ის ნოემბრის ნომერი. 41 წლის მომღერალს იღებდა მიკელანჯელო დი ბატისტა (Michelangelo di Battista).
|
გთავაზობთ არქიტექტურის სტუდია Taranta Creations ' ის მიერ შექმნილ პროექტს - Dragon Eco Bridge, რომელიც განკუთვნილია ჩუნცინის (ჩინეთი) მუნიციპალიტეტისთვის. პროექტი იმყოფება მშენებლობის სტადიაში და დამთავრდება 2012 წელს.
|
წარმოგიდგენთ ენნი ლეიბოვიცის მიერ გადაღებულ ფოტოსესიას დეკემბრის Vogue US ' თვის, რომელშიც მსახიობი შარლიზ ტერონი (Charlize Theron) წარსდგა ქალთევზის როლში.
|
საქართველოში ყველა პროფესიას ჰყავს თავისი „კრიტიკოსი" გარდა, ერთი
პროფესიისა - fashion. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ შიში აქვთ outside არ
დარჩნენ მოდის კვირეულებიდან, ან იმიტომ, რომ ყველა მათი „ძალიან" ნაცნობი
და მეგობარია, მაგრამ, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ამ საქმის პროფესიონალი არ
გვყავს. მე ნაკლები შიში მაქვს outside-ერობის, არც ჩემი
კოლეგა-დიზაინერების რისხვის მეშინია. იმედს ვიტოვებ, რომ ჯანსაღ კრიტიკას
მიიღებენ და ამას პირად შეურაცხყოფად არ ჩათვლიან. (გაგრძელება სრულიადში)
|
კაილი ახალი ალბომის „Kylie Live In New York" გამოშვებას 14 დეკემბერს გეგმავს. ფირფიტა ნიუ-იორკში გამართული კონცერტის დროს ჩაიწერა, რომელიც მისი ტურნეს ფარგლებში გაიმართა. „დიდი ხანია მინდოდა ამერიკასა და კანადაში გასტროლის გამართვა. ვიცოდი, რომ იქ ბევრი თაყვანისმცემელი მელოდა და ბედნიერი ვარ მათთან შეხვედრის გამო" - აცხადებს მომღერალი. შეგახსენებთ, რომ კაილის უკანასკნელი ალბომი „Х" 2007 წლით თარიღდება. The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მომღერალი ადელი ევროპაში
iTunes-ში გადმოწერებით ნომერ პირველი მომღერალია. გამომცემლობა აღნიშნავს,
რომ მომღერლის ფირფიტის „21" ციფრული ვერსია, რომელიც iTunes-ში 2011 წლის
21 იანვარს განთავსდა, დღემდე მილიონჯერ გადმოიწერეს. აქამდე არც ერთ
ევროპელ ვარსკვლავს არ მიუღწევია ამ შედეგისთვის. გამომცემლობასთან
საუბარში ექსპერტი მარკ მალაგანი აღნიშნავს, რომ ამჟამად მუსიკის
მოყვარულები იშვიათად იხდიან თანხას ციფრული ვერსიის შესაძენად და ამიტომ
ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. „21" მომღერლის დისკოგრაფიაში რიგით
მეორე ალბომია. ნამუშევარი 2011 წლის ყველაზე გაყიდვადი ფირფიტაა.
|
ამერიკელი ტაილერ რემერი (Tyler Roemer) თვითნასწავლი ფოტოგრაფია. ის ძალიან ბევრს იღებდა მოგზაურობისას და უეცრად მისი ნამუშევრები ბევრისთვის ცნობილი გახდა.
|
::::::: Vogue, iPad & Starbucks :::::::
|
გუშინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა მომღერალი რიანას
რიგით მეექვსე ალბომის Talk That Talk პრომო სურათები
|
|
|
|
დრო |
|
|
კალენდარი |
|
|
Beautiful |
|
|
|