თბილისის მოდის კვირეულს წელს შერატონ მეტეხი პალასი უმასპინძლებს,
რომელიც TFW- ს გახსნასთან ერთად მის 20 წლის იუბილესაც აღნიშნავს.
მოდის კვირეული 3 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით გაიმართება.
კოლექციებს წარმოადგენს 10 საქართველოში და 3 უცხოეთში მოღვაწე ქართველი
დიზაინერი და 15 newcomers - ანუ ახალბედა დიზაინერები, რომელთა შორისაც
კონკურსი გაიმართება და 2 გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გადასცემს პრიზს,
წინა კვირეულის 2 გამარჯვებულის - თამუნა ბოჩიკაშვილის და გიორგი ქებურიას
კოლექციებს კი ძირითად კოლექციებთან ერთად ვიხილავთ,
მათი კოლექციის შექმნას თბილისის მოდის კვირეულმა დააფინანსა.
ამავდროულად მოეწყობა after party -ები, შოურუმები და შერატონ
მეტეხი პალასი 4-დან 8 მაისის ჩათვლით 20 ქართველი აქსესუარების
დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, სადაც
დასწრება ყველას შეეძლება 5-დან 10 სთ.-მდე. 8 მაისს კი ინტერნაციონალური
სამოდელო კომპანიის FORD MODELS -ის შესარჩევი კონკურსი
ჩატარდება - SUPERMODEL OF THE WORLD! სადაც 1 საუკეთესო
ქართველ გოგონას აარჩევენ, რომელიც უცხოეთში გაემგზავრება და
საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც
50 ქვეყნის წარმომადგენელი მოდელი იღებს მონაწილეობას!
TFW-გახსნის დღე შერატონ მეტეხი პალასის იუბილესთან ერთად გაიმართება
სადღესასწაულო გარემოში, აქვე წარმოდგენილი იქნება სიმონ მაჩაბლის
ინსტალაციები. 11 სთ-სთვის კი Atelier 10a კოლექცია იქნება ნაჩვენები სასტუმროს ბალრუმში.
შემდეგ დღეებში Atare, atelier "Experiment", Anna Miminoshvili
(მოსკოვიდან) და Marika Kenchadze გვიმასპინძლებენ;
5 მაისი: Tamanini, Tamuna Bochikashvili, Manana Antelidze, George Shaghasvhili
(დანიიდან, კოპენჰაგენი);6 მაისი კი ახალბედა დიზაინერების კოლექციით გაიხსნება,
რომელსაც შემდეგ წინა მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამარჯვებულის
George Keburia - კოლექციას ვიხილავთ TFW-ს ტენტში და მოგვიანებით კი
Datuna Sulikashvili კვლავ გაგვაოცებს თეატრალურად გაფორმებული
კოლექციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რკინიგზაზე!
7 მაისს კი მოდის მოყვარულები წინანდალს მიაშურებენ, სადაც Tamuna Ingorokva
დახურავს თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონს.