სამეფო ქორწილი ბრიტანეთის დედაქალაქში პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ჯვრისწერის ცერემონია დასრულდა. კეიტ მიდლტონი ვესტმინსტერის სააბატოში ეტლის ნაცვლად, ავტომობილით მივიდა. საქორწინო ცერემონია ადგილობრივი დროით 11 საათზე დაიწყო. კეიტს ალექსანდრ მაქქუინის სამოდელო სახლის დიზაინერის, სარა ბარტონის კაბა ეცვა. კეიტ მიდლტონი საკურთხეველთან მამამ, მაიკლ ფრენსის მიდლტონმა მიაცილა. მას საკურთხეველთან წითელ სააღლუმე მუნდირში ჩაცმული პრინცი უილიამი ელოდა. უილიამი და კეიტი ინგლისის სულიერმა
ლიდერმა - კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დააქორწინა.
|