დიდი ნებისყოფის დაძაბვისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც იქნა, მიაღწიეთ სასურველ წონას, მაგრამ, ახლა ის გაშინებთ, ვაითუ ისევ გასუქდეთ?! ეს შიში უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეცოდინებათ რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დაცვითაც თქვენი კენარი ტანის გარშემოწერილობა ერთი სანტიმეტრითაც არ მოიმატებს.
პირველი წესი – ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა ჭამასა და ჭამას შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 საათს. ერთი ჯერის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მილიგრამს, რადგან კუჭის მოცულობა, თუ მას არ გადავტვირთავთ, სწორედ ამდენს იტევს. თუ ამაზე მეტ საკვებს მიიღებთ, კუჭის კედლები გაიწელება და გამოვა ნეკნების რკალიდან, რის გამოც ხდება მუცლის შებერვა. მის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას კი 2 კვირა სჭირდება. ასე რომ, დასკვნა თავად გამოიტანეთ.
ჩემს მიერ შემოთავაზებული კვების რეჟიმი ორგანიზმის ბუნებრივი მონაცვლეობიდან მომდინარეობს: ერთი კვებით მიღებული ენერგია, მიუხედავად საკვების რაოდენობისა, ადამიანს 3 საათს ჰყოფნის. თუ თქვენი რეჟიმი 4-5-საათიან შუალედებს მოიცავს, ორგანიზმი გრძნობს, რომ შესაძლოა, პრობლემები შეექმნას და ამიტომ იწყებს „შავი დღისთვის" მარაგის გაკეთებას, ეს „მარაგი" კი გამოხატულებას პოვებს ჩამრგვალებულ თეძოებსა და შევსებულ წელში.
მეორე წესი – მიეხმარეთ კუჭ-ნაწლავს საკვების მონელებაში მნიშვნელოვანია, რომ საკვების გადამუშავების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათს. თუ ამ ვადას გადააცილა, ნაწლავებში მოხვედრილი საკვები იწყებს ლპობას და გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც ხელს უშლის საჭმლის გადამუშავებას. ამას კი გასუქებამდე მივყავართ.
იმისათვის, რომ საკვების მონელება 5 საათზე მეტხანს არ გაგრძელდეს, უნდა ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რომელთან უნდა „დავაწყვილოთ".
ხორცისა და რძის ნაწარმს (მაწვნისა და ხაჭოს გარდა) აქვს ძალიან გრძელი მოლეკულა, რომლის დაშლაც ძალიან ძნელია. პარკოსნები, კარტოფილი, პური და ბურღულეულიც ასევე რთული მოლეკულური სტრუქტურით ხასიათდებიან. შესაბამისად, თუ ერთად მიირთმევთ ქათმის ხორცსა და ბრინჯს, წინასწარ იცოდეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ 5 საათში ვერ „ჩაეტევით".
პრიმიტიული მოლეკულები აქვს ხილსა და ბოსტნეულს და კუჭი მას ადვილად ერევა. ამიტომ, ხორცი, რძის პროდუქტები, პარკოსნები, ბურღულეული, პური და კარტოფილი შეაწყვილეთ ხილთან და ბოსტნეულთან და არა ერთმანეთთან.
მესამე წესი – დალიეთ დღეში სულ მცირე 2 ლიტრი სითხე სითხე არა მარტო აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, არამედ ეხმარება ორგანიზმს, გამოდევნოს ზედმეტი ნივთიერებები და წიდები. დიეტური გაგებით, სითხედ არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალკალორიული სასმელები: წვენი, სუპი, კეფირი, კომპოტი, ლიმონათი, ლუდი – ყველაფერი ეს საკვებია. სითხედ ითვლება: სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური წყალი და ახლად დაყენებული უშაქრო ჩაი.
არსებობს სითხის მიღების „იდეალური გრაფიკი": ჭამამდე 30 წუთით ადრე – 1 ჩაის ჭიქა ჩვეულებრივი წყალი, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ – 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი, ოღონდ, ჩაი უნდა მიირთვათ მისი დაყენებიდან ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან ახალ ჩაის საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ტონუსში მოჰყავს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ძველი ჩაი კი, პირიქით, ამუხრუჭებს კუჭ-ნაწლავის აქტიურობას, ადუნებს მას და ხელს უწყობს ორგანიზმში წიდების დაგროვებას.
სპეციალისტების რჩევა, სითხე მიიღოთ კვებიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ, გამომდინარეობს იქიდან, რომ საჭმლის კუჭში მოხვედრისთანავე იწყება მომნელებელი ორგანოებიდან გამოყოფილი წვენის მიერ მისი დაშლა. თუ ამ მომენტში კუჭის წვენს გავაზავებთ წყლით, მონელების პროცესი შენელდება და ნაწლავებში მოხვედრილი საკვები საჭიროზე მეტხანს გაატარებს იქ და, შედეგად, როგორც უკვე გითხარით, ჭარბი წონაც განაღდებული გვექნება.
|