თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) ოთხშაბათი, 2024-12-18, 10:51 PM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » რითი ვუშველოთ ცხიმიან თმებს?
2:52 PM
რითი ვუშველოთ ცხიმიან თმებს?
თმის  სწრაფი  ზრდის   მეთოდი 

ცხიმიაინი გამონაყოფის კანზე დაგროვბა იწვევს ქავილს, თმის ცვენას, რომ 
აღარაფერი ვთქვათ ჭუჭყიანი, ერთმანეთზე შეწებებული და გაპრიალებული 
თმების უბადრუკ შესახედაობაზე. უარესი მდგომარეობაა ქერტლი, მაგრამ 
საბედნიეროდ ამას სისტემატური ხასიათი არა აქვს. თვითონ თმა არ არის ცხიმიანი,
 არამედ თმის საფარი, რომელშიც მოთავსებულია ცხიმის ჯირკვლები. სწორედ ისინი 
გამოყოფენ ცხიმს, რომლის მიზანია თმების შეზეთვა და მისთვის ბრწყინვალების
 მინიჭება. მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ცხიმის ჯირკვლები ზეაქტიური ხდება 
და ჭარბად გამოყოფს ცხიმს. ამ შემთხვევაში თმის საფარს ორმაგი გასაჭირი ადგას. 
ჯერ ერთი - იხუთება და ტოქსინებს ვერ იცილებს, მეორეც  - ჭარბი ცხიმის შთანთქმის 
უნარი და ძალა აღარ შესწევს, ამიტომაც ხდება ცხიმიანი.

ცხიმის ჯირკვლების ზეაქტიურობის მიზეზი მრავალია, 
რადგან მათზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს;
 პირველ რიგში - ჰორმონები.  დამტკიცებულია ცხიმის 
ჯირკვლების 
გააქტიურება მენსტრუაციის, მ
შობიარობის შემდეგ ან მენოპაუზის პერიოდში.

თმების გაცხიმიანებაში კვებასაც უდევს თავისი წილი. ბევრი ხორცის, გაჯერებული 
ცხიმებისა და შაქრის მოხმარება ცხიმის ჯირკვლების აქტიურობას აძლიერებს. 
ფაქტობრივად კვებაში დაშვებული შეცდომები თმებზეც აირეკლება. თავის მხრივ სტრესი,
 გარეგანი ფაქტორები - დაბინძურება და არასწორად შერჩეული ანდა უხარისხო 
შამპუნი ხელს უწყობს ცხიმის ჯირკვლების  გააქტიურებას. 

თმების დაბანვის ტექნიკის ცოდნა ისევე საჭიროა, როგორც შამპუნის შერჩევაა 
აუცილებელი.თუ ყოველდღე იბანთ თმას, შამპუნის ერთჯერადი წასმა საკმარისია. 
 დაბანის პროცესი უნდა იყოს სწრაფი. შამპუნი არ ააქაფოთ და არც თმებზე გაიჩეროთ. 
არ გამოიყენოთ ცხელი წყალი. დაიბანეთ ნელთბილი წყლით და გადაივლეთ გრილი წყალი. 
დიდი მნიშვნელობა აქვს შამპუნის კარგად ჩამობანას. გამოიყენეთ სპეციალური ცხიმის 
საწინააღმდეგო შამპუნები, რაც აუცილებელია თმის საფარველის გასაჯანსაღებლად.

ცხიმიანი თმის მოვლა
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა აუცილებელია და კარგია, მაგრამ გაცხიმიანების 
მაქსიმალურად შესაზღუდად შეგიძლიათ გამოიყენოთ თიხისა და ეთეროვანი ზეთების
 ნიღაბი და კატაპლაზმა. თიხა შთანთქავს ზედმეტ ცხიმს ისე, რომ  არ აღიზიანებს
 არც ცხიმის ჯირკვლებს და არც თმებს ესხმის თავს. მეტიც, ოლიგოელემენტები, რომელსაც 
თიხა შეიცავს ( მაგნიუმი, რკინა, კალიუმი ) აღადგენს კაპილარულ ბოჭკოებს.
 თიხაში ზოგჯერ ურევენ  ხორბლის ზეთსა და ყვავილის კრემს. თიხის კატაპლაზმას 
შამპუნით დბანამდე 20 წუთით ადრე იდებენ თმებზე. კვირაში ერთჯერ ან ორჯერ.
 (მკურნალობის კურსი 5 კვირაა) ასეთი ნიღბის შემდეგ შედეგი აშკარად სახეზეა. 
ასევე არაჩვეულებრივია ეთეროვანი ზეთები ( ნემსიწვერას, გრეიფრუტის,  ლავანდის, 
ფორთოხლის, სალბის, კვიპაროსის ).რომლის რამდენიმე წვეთს 
უმატებენ შამპუნში  ცხიმიანობის
 მოსაშორებლად.


თმის  სწრაფი  ზრდის   მეთოდი 

თუ  გსურთ,  რომ  თმები  ძალიან   მალე  გაგეზარდოთ,  გამოიყენეთ  ეს  ნიღაბი

ინგრედიენტები:

 - დიმექსიდი  (იყიდება  აფთიაქში)

 - ვიტამინი  А (ზეთოვანი)

 - ვიტამინი Е  (ზეთოვანი)

 - ახალგამოწურული   ლიმონის   წვენი

   ყველა  ეს   ინგრედიენტი  სათითაოდ   2 ჩ/კ,  კარგად  აურიეთ,  თმის  ძირებში  შეიზილეთ,  

შემოიხვიეთ   თავზე    პოლიეთილენის    ცელოფანი   და    დაიხურეთ    ქუდი. 

 გაიჩერეთ  1 საათი,  ჩამოიბანეთ   თბილი   წყლით.

    ნიღაბი   გაიკეთეთ  კვირაში  1-ჯერ,  2  თვის   განმავლობაში

    თმის    მოვლის    წესები

  თმები  დაიბანეთ   კვირაში  1- 2  ჯერ

  შამპუნი   გამოიყენეთ   მხოლოდ   თქვენი   თმის   ტიპის   შესაბამისი

  თმის   ბანვის  დროს   არ   დაგავიწყდეთ     გაიკეთოთ    თავზე    მასაჟი 

  შამპუნი    ჩამოიბანეთ   თბილი   წყლით,  ეს    შემატებს  თმებს   ბრწყინვალებას

  ფენი   თმებთან   ახლოს   არ   მიიტანოთ   და   ერთ   ადგილზეც   ნუ    გაიჩერებთ    დიდხანს

  ხშირად   დაივარცხნეთ   თმები,  სასურველია   ხის   ხშირი  სავარცხლით   

  არ    დაგავიწყდეთ   თმის   ნიღბების   გაკეთება  (იოგურტის,  მაიონეზის,   კვერცხის  და  ა.შ)  

 ნიღბების   და   მცენარეული  სავლებების   (  გვირილა,  ჭინჭარი,  ოხრახუში   და  ა,შ ) 

ინტენსიური   გამოყენება   

მკვეთრად   აუმჯობესებს   თმის   ხარისხს


თმის ცვენა
ეფექტური
  ხალხური მეთოდები


თმის ცვენის შესაჩერებლად ზოგჯერ ბუნებრივი პროდუქტები უფრო ეფექტიანია. 

გაიხსენეთ, ჩვენი ბებიები რომ გვირჩევდნენ - თავი დაიბანეთ რძით, ბურახით, 

შავი პურის ნაყენით. რადგან ეს პროდუქტები მდიდარია ამინომჟავებით, 

მიკროელემენტებით, ვიტამინებით..

- თმის ცვენას და მტვრევას შველის თავშავას, ვირისტერფას, პიტნის, 

გვირილის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 

3 ს/კ ნაერთს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ. შეგრილდეს და გადაწურეთ, 

დაამატეთ თბილი წყალი და დაბანილ თავზე გადაივლეთ, შეიზილეთ თმის ძირებში.

- თუ ცხიმიანი თმის პატრონი ბრძანდებით, მაშინ თავზე გადაივლეთ სალბის, 

ჟასმინის ყვავილისა და მუხის ქერქის ნახარში.

- თმის ცვენასა და ქერტლს შველის გვირლის და ჭინჭრის ნახარში. სხვათა შორის, 

ნაადრევი ჭაღარის შესაჩერებლად შეუცვლელია ჭინჭარი: 3 ს/კ გამხმარ ჭინჭარს 

დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და დაბანილ თავზე გადაივლეთ. 

ჭინჭრის ნაყენი და წვენი შეიძლება შეიზილოთ თმის ძირებში.

კატეგორია: ♡ რჩევები ♡ | ნანახია: 2977 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
1 GaburdzgnuuL  
1
vauu ki gamoviyeneeb Tmis gasazrdelaad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024