მომღერალი აუდიტორიას ყოველთვის აკვირვებს თავისი ვარცხნილობებით, რომელიც გამოირჩევა ორიგინალურობითა და ექსტრავაგანტულობით. როგორც ჩანს ეს სიამოვნება მას არც თუ ისე იაფი უჯდება - კვირაში 20.000$,
მან ბოლო დროს წითელი ვარცხნილობა უფრო მოიხდინა:))
რიანა თავის თმის კულულებს ანდობს მხოლოდ სტილისტ Ursula Stephen-ს , რომელიც 1 დღის მომსახურებაში 3000$ იღებს. ურსულა მას აბსოლიტურად ყველგან დაჰყვება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ნდობით აღჭურვილი პირი ყველგან და ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. ურსულა რიანასთვის არა მარტო სტილისტი არამედ, უკვე მენტორი და მრჩეველია. ისინი თითქმის 24 საათის განმავლობაში ერთად არიან.
რიანას წინა და ახლანდელი ვარცხნილობა R&B - ის ეს ამბიციური მომღერალი ცნობილია აგრეთვე ექსტრევაგანტული ვარცხნილობებით, მაგრამ ვარსკვლავმა ყველაზე უკეთ მოკლე ვარცხნილობის სტილი მოიხდინა და არც თუ ისე ურიგოდ. მისივე თქმით მოკლე ვარცხნილობა მას სხვა ვარსკვლავებისგან განასხვავებს. მერე რა, რომ პრესაში გაჩნდა სტატიები, რომელიც მას ვიქტორია ბექჰემის ვარცხნილობის სტილის მიბაძვაში ადანაშაულებდა! თუმცა ამან რიანასა და მის სტილისში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია, სტილისტმა განაცხადა, რომ რათქმაუნდა მათ სმენიათ ვიქტორია ბექჰემის შესახებ, მაგრამ ვინ არის ის ასეთი, რომ მას მივბაძოთ?! თავად რიანას კი ძალიან სურს გავდეს და გახდეს შავი მადონა!
შესაძლებელია რიანამ არც კი იცოდეს, თუ რა თანხა უჯდება მას ეს ყველაფერი, განსხვავებით მისი მენეჯერებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ფინანსურ მხარეს.
|