რიანა ”ბილბორდის” პრემიის მიღების მთავარი პრეტენდენტია. შემსრულებელი 18 ნომინაციაზეა წარდგენილი. მისი და ემინემის ერთობლივ ნამუშევარს, ”Love The Way You Lie”, ერთდროულად 6 ჯილდოს მიღების შანსი აქვს. ნომინაციების რაოდენობით მეორე ადგილი ემინემს უკავია, რომელიც 16 ჯილდოზეა ნომინირებული. მას ლედი გაგა მოსდევს 12 ნომინაციით. გაგა ერთდროულად 3 ალბომით, ”The Fame”, "The Fame Monster” და ”The Remix”, წარდგენილია ნომინაციაში ”საუკეთესო ელექტრონული ალბომი”. ”ბილბორდის” დაჯილდოების ცერემონიალი 22 მაისს გაიმართება.
|