ჟურნალმა ”V Magazine”-მა პენელოპა კრუზთან ერთად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა.
გაშიშვლება ამჯერად არაფერ შუაშია - ჟურნალმა გარეკანზე სუპერვარსკვლავის ფოტოები ე.წ.
სტერეო-ვარიო ეფექტით გამოაქვეყნა. ანუ გარკვეული კუთხით შეხედვისას ფოტო თითქოს
,,ცოცხლდება”- იკვეთება მიმიკა, მოცულობა და ა.შ. ფოტოსესიაზე პენელოპა ”Ralph Lauren”-ის
სმოკინგით წარდგა. მკითხველმა სათანადოდ შეაფასა მისი სხეულის მოცულობითი გამოსახულება.