მერილინ მონრო- გასული საუკუნის ლამაზმანი, რომელიც ერთნაირი პოპულიარობით სარგებლობდა წარსულში და სარგებლობს ახლაც. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მონრომ თავისი სტილითა და გარეგნობით შეცვალა უამრავი ქალბატონის ცხოვრება. მაგრამ არამარტო ქალბატონის, არამედ მთელი მსოფლიოსი. მერილინ მონრომ აშკარა კვალი დატოვა ხელოვნებასა და კულტურაში. განვიხილოთ ამ მშვენიერი ქალბატონის კულტი დღევანდელ სამყაროში.
1) მერილინ მონროს ძეგლები.
რამოდენიმე თვის წინ ჩიკაგოში მერილინ მონროს ძეგლი დაიდგა. სკულპტურა საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი სახელწოდებაა "მერილინი სამუდამოდ." ძეგლი ახალია, მაგრამ მნახველების ნაკლებობას საერთოდ არ განიცდის.
ლეგენდარული სცენა ფილმიდან The Seven Year Itch (1955)
მერილინის მეორე ძეგლი ნორვეგიაში, ქალაქ ჰაუგესუნდში დგას. ცოტამ თუ იცის, რომ მონრო წარმოშობით ნახევრად ნორვეგიელი იყო.
ეს კი მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში განთავსებული მერილინის ქანდაკებებია.
2) თოჯინა-მერილინი.
უამრავი თოჯინაა შექმნილი, რომელიც მონროს ზუსტი ასლია. თოჯინების ავტორთა ჩანაფიქრიც ალბათ მერილინის "გაცოცხლება" იყო.
3) ვარსკვლავი. ვარსკვლავი დიდების ხეივანში-ეს სიყვარულისა და პატივისცემის უდიდესი გამოხატულებაა.
4) ფოტოები, ჟურნალები...და ეს სრული ჩამონათვალი არაა.
|