"90 დღის ერთი ოცნება"ულამაზესი ფოტოსესია კრისტენ შულერის ინტერნეტ წიგნისთვის.
Kristian Schuller, ფოტოგრაფი - დაიბადა რუმინეთში.
ის პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიითა და დიზაინით.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მოდის შესწავლა.
მისი მასწავლებელი იყო Vivienne Westwood.
რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე.
მან წაიყვანა კრისტენი პარიზში და დაასწრო მოდის კვირეულებს.
კრისტენმა იმუშავა ბევრი ცნობილი ჟურნალ-გაზეთისათვის, როგორებიცაა :
Vogue Hellas, Harper’s Bazaar, Stiefelkonig, Vogue Gioiello
და გადაიღო ბევრი ცნობილი მოდელი. მათ შორისაა :
Gisele Buendchen, Amber Arbucci, Heidi Klum...
ახლა კი მან გამოუშვა ბუქი სახელად -
"90 Days One Dream"შემოგთავაზებთ ფოტოებს ამ მოგზაურობიდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ულამაზესი პეპლების კაბა გადააგდეს
ნაგავში როგორც კი ფოტოსესია დამთავრდა
მხოლოდ ერთი უბრალო მიზეზის გამო.
ის ძალიან დიდი იყო თვითმფრინავში მოსათავსებლად.
გაგვიმხილა თავად ფოტოგრაფმა.
კრისტიანის რამოდენიმე რჩევა ფოტოგრაფებისთვის :
1. გჯეროდეთ საკუთარი თავის, არასოდეს დაკარგოთ მიზანი და მიმართულება.
ყოველ დილით უნდა ადგეთ მისწრაფებით.
2. ბევრი იმუშავეთ თქვენს სურათებზე და არასოდეს შეგაშინოთ შეცდომებმა.
3. უნდა იმუშაოთ კამერის წინ და შემდეგ გააკეთოთ რეტუშირება.
4. კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს გოგონაზე, მოდელზე და განათებაზე.
ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
5. უნდა გქონდეთ ძლიერი გუნდი. ბოლომდე უნდა ენდობოდეთ თითოეულ წევრს.