ახლახან გამოვიდა 17 წლის ჯასტინისა და 22 წლის კრის ბრაუნის ახალი კლიპი NEXT TO YOU, რომელიც სამყაროს დასასრულის თემას ეხმიანება. კრისის შეყვარებულ ს კლიპში ცნობილი მსახიობი, შენონ ელიზაბეტი ასრულებს. კლიპში მამა ჯასტინთან შეხვედრას უკრძალავს თავის ქალიშვილს და წყვილს აშორებს. ამის შემდეგ აპოკალიფსი იწყება. ქალაქი ინგრევა, ჯასტინი და კრისი კი ქუჩაში მღერიან...
23 ივნისს ჯასტინმა თავისი ახალი სუნამოს SOMEDAY პრეზენტაცია გამართა. ყველას აინტერესებს ვინ არის ქერა თმიანი გოგონა, რომელიც ამ სუნამოს რეკლამაშია გადაღებული. გაირკვა, რომ იგი 23 წლის მოდელი დრი ჰემინგუეია, ცნობილი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის შვილთაშვილი. სუნამოს ხილის არომატი აქვს და მისი ფასი 35 დოლარიდან იწყება.
|