თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) შაბათი, 2024-04-20, 7:22 AM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
1:22 PM
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
მონიკა ბელუჩი დაიბადა იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში, სახელად Città di Castello, 30 ოქტომბერს, 1964 წელს.მონიკამ 16 წლიდან მოდელად მუშაობა დაიწყო და მალე მილანშიც გადავიდა. ბელუჩის პირველი ფილმი იყო "ცხოვრება ბავშვებთან ერთად"-Vita coi figli.მსახიობის ერთ-ერთი ცნობილი ფილმია "მალენა", ასევე "ქრისტეს ვნებანი", "ასტერიქსი და ობელიქსი", "კომპრომისი", რა ღირხარ?", "მატრიცა" და სხვა მრავალი.
2010 წლის 23 მაისს მონიკას და მის მეუღლეს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ლეონი დაარქვეს.
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
"опять двадцать пять"

"მაპატიე, საყვარელო, თვითონვე იცი, რომ შენს მიმართ დადებითად ვარ განწყოვბილი, მაგრამ.."-ეუბნებოდა მოხუცი ფერნანდო მონიკას და თან მისი ნაზი ხელი ეჭირა, "მაგრამ, შენ სამსახურიდან განთავისუფლებული ხარ".
მონიკა აღელდა, მაგრამ მიუგო მოხუცს: "არაფერია, მე ყველაფერი მესმის და თქვენც ძალიან მიყვარხართ"
.. გოგონა არ გააკვირვა მოხუცი ფერნანდოს მოსიყვარულე ინტონაციამ.
მონიკა იყო ახალგაზრდა მიმტანი, რომელიც ხშირად იქცევდა კლიენტი მამაკაცების ყურადღებას, რაც გოგონებში იწვევდა დიდ შურს, მას ხშირად სახალხოდ ეკინკლავებოდნენ (თანაც სრულიად უმიზეზოდ), ეს ყველაფერი კაფეტერიის უფროსს, მოხუც ფერნანდოს ხშირად აღელვებდა. ამიტომაც მონიკა სამსახურიდან დაითხოვა. გოგონა დაჩვეული იყო სამუშაო ადგილების ხშირად ცვლას-თუმცა ახლა მისი მიზანი ასეთი იყო - ის უნდა შესულიყო სასწავლებელში და პარალელურად ემუშავა, რადგან გადაეხადა სწავლის საფასური.
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
"ცდა ბედის მონახევრია"

"შენ უნდა სცადო"- ურჩია მეგობარმა ლუსიამ მონიკას, "შენნაირი გარეგნობით მხოლოდ ძვირიან ჟურნალებში გადაგიღებენ, მილანში კი მალე ყველა შეგამჩნევს". 
მონიკამ ამხანაგის რჩევას დაუჯერა და სამოდელო სააგენტო Elite Model Management -ს მიმართა. ამის შემდეგ მონიკამ დაივიწყა, თუ როგორ ყიდდა ის კოსმეტიკას და საჭმელს, როგორ მუშაობდა პიცერიებში.. 1989 წელს მილანსა და ნიუ იორკში მიიწვიეს. ბელუჩის ამ წარმატების შემდეგ სთავაზობდნენ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების რეკლამირებას, უბრალო პროვინციელი გოგონა მილანის მოდის კვირეულზე დოლჩე და გაბანას რჩეული მოდელი გახდა.
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
"ცივსისხლიანი ძალადობა"

ვინსენტ კასელი და მონიკა ბელუჩი ერთად მუშაობდნენ ფილმზე Irreversible, სადაც ისინი ერთად უნდა გადაეღოთ გაუპატიურების სცენაში, ამ კადრებმა შემდგომ მთელი ჰოლივუდი შეძრა. თუმცა, როგორც ვინსენტი ამბობს, მონიკასათვის ეს ძალიან ჩვეულებრივი ფაქტი იყო და საერთოდაც არ გასჭირვებია ამ სცენების თამაში, აი თვითონ ვინსენტი კი უბრალოდ გაოგნებული იყო.
ერთხელაც ვინსენტ კასელმა ერთ-ერთი შესვენების დროს გადაწყვიტა ჩუმად მონიკას საგრიმიოროში შეეხედა, როდესაც ქალი მარტო იყო, რადგანაც აინტერესებდა მისი სახის გამომეტყველებაში იგრძნობოდა ტკივილი, თუ მონიკა უბრალოდ აუღელვებელ "სახეს" იქმნიდა ხალხში.
მართლაც, კასელი უთვალთვალებდა ბელუჩის და ამ დროს მონიკას ოთახიდან მისი მშვიდი ხმა ისმის:" საყვარელო, ნუ იქნები ასეთი სულელი, მომიტანე ერთი ჭიქა ყავა"

ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
ვინსენტი და მონიკა დღეს ფრანგ-იტალიელ წყვილს ვინსენტსა და მონიკას ორი ქალიშვილი ყავთ: დევა (2004) და ლეონე (2010); 
ბავშვები იტალიაში დაიბადნენ და მონიკა მათ ძირითადად იტალიურ ენაზე ზრდის.

ინტერვიუ მონიკასთან: "იყო ლამაზი-ეს ძალიან ადვილია."

-რომელი იყო თქვენი საყვარელი მულტფილმი?
-"წითელქუდა", "მძინარე მზეთუნახავი", "ფიფქია". ახლა მივხვდი, რომ ზღაპრები არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ჩვენთვის, ზრდასრული ადამიანებისათვის არის შექმნილი. ზრდასრულებსაც გვაქვს ჩვენი ზღაპრები.

-თქვენ ბევრ საინტერესო რეჟისორთან გიმუშავიათ, მაგრამ მათ შორის არ არიან იტალიელი რეჟისორები.
-მართალი ხართ, მე თვითონ იტალიელი ვარ, მაგრამ დღევანდელ იტალიურ კინოში რამე ახალის მოძებნა რთულია, მითუმეტეს, როცა ადრე იყვნენ ისეთი გენიალური რეჟისორები, როგორიცაა ფელინი, ვისკონტი, დე სიკა, როსელინი, ანდა ისეთი მსახიობები, როგორიცაა სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე და სხვა. იტალიურმა კინომ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ახლა თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, შტატებში უნდა წახვიდე ან ჩემსავით უნდა იარო შტატებიან ევროპისაკენ.

-ფილმმა "ქრისტეს ვნებანი", რომელში მარიამ მაგდალინელი განასახიერეთ, შეცვალა თუ არა რამე თქვენს ცხოვრებაში?
-არა, ისეთი არაფერი შეუცვლია, თვითონ ეს ფილმი სარისკო პროექტი იყო, რადგან ყველა ამბობდა: "შენ არ გაქვს შანსები ჰოლივუდში", " რა საჭიროა კიდევ ერთი ფილმი იესოზე?", მაგრამ როდესაც მე მელ გიბსონს შევხვდი, ის მაშინვე მომეწონა, მელი ნიჭიერი რეჟისორია და დავთანხმდი მაგდალინელის როლზე. 
მე თვითონ კათოლიკე არ ვარ, აგნოსტიკი ვარ და ამით არაფერსაც არ ვამტკიცებ, უბრალოდ ეს ფილმი საკმაოდ ძლიერი და ემოციურია, მარიამ მაგდალინელის როლი კი უბრალოდ კლასიკაა.

-როგორი უნდა იყოს ფილმი, რომ მასზე მუშაობას დათანხმდეთ?
პირველ რიგში შემოთავაზებები უნდა იყოს ბევრი, რომ რაიმე ამოირჩიო, ჯერ-ჯერობით ჩემს ცხოვრებაში შემოთავაზებების არქონას არ ვუჩივი. თუმცა მე რისკის მეშინია.

-რომელია თქვენი საყვარელი ფილმი, რომლებშიც თქვენ გითამაშიათ?
-ო, არა, მე მათ ვერ გამოვარჩევ, ყველა მიყვარს.

-თქვენ სულ ახლახანს შეგეძინათ პატარა, რომელ მულტფილმს ანახებთ მას პირველად?
-ჯერ ის საკმაოდ პატარაა, მაგრამ როდესაც გაიზრდება მას პირველად "ტარზანს" ვაჩვენებ, ვაღმერთებ ამ მულტფილმს.
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ
ცოტა რამ მონიკა ბელუჩის შესახებ

კატეგორია: ♡ (°ვარსკვლავები°) ♡ | ნანახია: 1873 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024