თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:34 AM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მაისი » 3 » Tbilisi Fashion Week - fw 2011-12
4:12 PM
Tbilisi Fashion Week - fw 2011-12
Tbilisi Fashion Week - fw 2011-12


სულ რაღაც 1 თვიანი შესვნება და საქართველო კვლავ მასპინძლობს მოდის კვირეულს, 
რომელიც ამ სეზონზე სრულად ქართველ დიზაინერებს წარმოგვიდგენს. 
თბილისის მოდის კვირეული 2011-12 წლის შემოდგომა-ზამთარის
კოლექციებს უმასპინძლებს. ჩვენებები საკმაოდ ორიგინალურ გარემოში ჩაივლის და არც 
after-party-ბზე მოიწყენენენ ქართული მოდის მიმდევრები და უცხოელი ბაიერები.

თბილისის მოდის კვირეულს წელს შერატონ მეტეხი პალასი უმასპინძლებს, 
რომელიც TFW- ს გახსნასთან ერთად მის 20 წლის იუბილესაც აღნიშნავს. 
მოდის კვირეული 3 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით გაიმართება.
კოლექციებს წარმოადგენს 10 საქართველოში და 3 უცხოეთში მოღვაწე ქართველი 
დიზაინერი და 15 newcomers - ანუ ახალბედა დიზაინერები, რომელთა შორისაც 
კონკურსი გაიმართება და 2 გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გადასცემს პრიზს, 
წინა კვირეულის 2 გამარჯვებულის - თამუნა ბოჩიკაშვილის და გიორგი ქებურიას 
კოლექციებს კი ძირითად კოლექციებთან ერთად ვიხილავთ, 
მათი კოლექციის შექმნას თბილისის მოდის კვირეულმა დააფინანსა.
ამავდროულად მოეწყობა after party -ები, შოურუმები და შერატონ 
მეტეხი პალასი 4-დან 8 მაისის ჩათვლით 20 ქართველი აქსესუარების 
დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, სადაც 
დასწრება ყველას შეეძლება 5-დან 10 სთ.-მდე. 8 მაისს კი ინტერნაციონალური 
სამოდელო კომპანიის FORD MODELS -ის შესარჩევი კონკურსი 
ჩატარდება - SUPERMODEL OF THE WORLD! სადაც 1 საუკეთესო 
ქართველ გოგონას აარჩევენ, რომელიც უცხოეთში გაემგზავრება და 
საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც 
50 ქვეყნის წარმომადგენელი მოდელი იღებს მონაწილეობას!
TFW-გახსნის დღე შერატონ მეტეხი პალასის იუბილესთან ერთად გაიმართება 
სადღესასწაულო გარემოში, აქვე წარმოდგენილი იქნება სიმონ მაჩაბლის 
ინსტალაციები. 11 სთ-სთვის კი Atelier 10a კოლექცია იქნება ნაჩვენები სასტუმროს ბალრუმში.
შემდეგ დღეებში Atare, atelier "Experiment", Anna Miminoshvili 
(მოსკოვიდან) და Marika Kenchadze გვიმასპინძლებენ; 
5 მაისი: Tamanini, Tamuna Bochikashvili, Manana Antelidze, George Shaghasvhili 
(დანიიდან, კოპენჰაგენი);6 მაისი კი ახალბედა დიზაინერების კოლექციით გაიხსნება, 
რომელსაც შემდეგ წინა მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამარჯვებულის 
George Keburia - კოლექციას ვიხილავთ TFW-ს ტენტში და მოგვიანებით კი 
Datuna Sulikashvili კვლავ გაგვაოცებს თეატრალურად გაფორმებული 
კოლექციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რკინიგზაზე!
7 მაისს კი მოდის მოყვარულები წინანდალს მიაშურებენ, სადაც Tamuna Ingorokva 
დახურავს თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონს.
კატეგორია: ♡ Fashion-Week ♡ | ნანახია: 911 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024