თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) პარასკევი, 2024-03-29, 4:56 PM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » Taylor Swift For TEEN VOGUE
8:32 PM
Taylor Swift For TEEN VOGUE
ტეილორ სვიფტის ფოტოსესია Teen Vogue-სთვის

ქანთრი სტილის მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თინეიჯერული ვოგის ფოტოსესიაში
მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესია საოცრად ნაზი გახლდათ. იისფერ და ვარდისფერ
ფერებში გადაწყვეტილი გარემო მართლაც უხდებოდა ტეილორის ხასიათს. სესიას
თან მომღერლის ინტერვიუც დაერთო, სადაც ის ძირითადად თავის თავზე საუბრობს.

Taylor Swift For TEEN VOGUE

თქვენი ურთიერთობა თქვენს მეგობრებთან თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ახერხებთ მათ ნახვას, თქვენი ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ?

ჩემი მეგობრებიდან ყველას განსხვავებული სამსახური აქვს. ზოგიერთ მათგანს
დაჯილდოებებსა თუ შოუებზე ვნახულობ, ზოგიერთს კოლეჯში. ზოგიერთი კი
ჩემს ბენდში არის! ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემს ირგვლივ ბევრია ისეთი ადამიანი
რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვენდობი!

Taylor Swift For TEEN VOGUE

თუ თქვენ შეგეძლებათ სადილად რომელიმე მსახიობთან ერთად ყოფნა, იქნება ეს
ფილმიდან, წიგნიდან თუ სატელევიზიო შოუდან, რომელს აირჩევდით და რატომ?

მე ავირჩევდი ოლივია ბენსონს Law & Order S.V.U.-დან. მე სახლში დავჯდები
ხოლმე და საათობით ვუყურებ ამ შოუს. ოლივია ძალიან ბევრ რამეს ისე გრძნობს
როგორც მე. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს პერსონაჟი ჩემი საუკეთესო მეგობარია.

Taylor Swift For TEEN VOGUE

გვითხარით თქვენთვის საყვარელი ის სამი სიმღერა, რომლებიც ამ წუთას გაგახსენდებათ.

"She's So High" - Tal Bachman (ჩემთვის ყველაზე ტკბილი სიმღერა!!),
"You Learn" - Alanis Morissette,
"Shot in the Dark" - Augustana.

Taylor Swift For TEEN VOGUE

გამოსვლის წინ არ გინერვიულიათ ხოლმე ?

დიახ, მინერვიულია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება თუ არ ვიცი ხალხი
რომელიც მიყურებს ჩემზე რას ფიქრობს.

Taylor Swift For TEEN VOGUE

თქვენ რომ არ იყოთ მომღერალი და სიმღერების ავტორი, სად იმუშავებდით ?

ყველანაირად ვეცდებოდი ისეთ საქმესთან ვყოფილიყავი ახლოს რაც შემოქმედებასთან
ახლოს იქნებოდა. მაგალითად სარეკლამო კამპანიებს მოვამზადებდი. ასევე სიამოვნებით
ვიმუშავებდი ბავშვებთან. მიყვარს მათთან ურთიერთობა.
კატეგორია: ♡ Foto_Art ♡ | ნანახია: 787 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024