თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) სამშაბათი, 2024-04-16, 11:41 AM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » საუკეთესო რჩევა გახდომის მსურველებს
12:26 PM
საუკეთესო რჩევა გახდომის მსურველებს
10 საუკეთესო რჩევა გახდომის მსურველებს


1. წიწაკა ჩილი შეიცავს ნივთიერება კაპრაიცინს, რომელიც მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში
წვავს ორგანიზმში ზედმეტ კალორიებს. პირშუშხა, კოჭა და მდოგვი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს
თერმოგენეზის პროცესის წყალობით – ცხიმების დაშლას იწვევს ორგანიზმში ტემპერატურის მატება.


2. ყოველ დილით, ზუსტად ერთსა და იმავე დროს შედექით სასწორზე.
დღის განმავლობაში სხვაობა, შეიძლება 0,5-დან 2 კილოგრამამდე მერყეობდეს.
უშუალოდ ვარჯიშის შემდეგ, სხეული წონაში იმატებს. ასევე,
მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ორი-სამი დღით ადრე,
თქვენი წონა 1-2 კილოგრამით მეტი იქნება,
რადგან ამ პერიოდში ხდება ორგანიზმში სითხის შეკავება.


3. ვინ თქვა, რომ დესერტი და დიეტა ერთმანეთთან შეუთავსებელია?
1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონს (კეფირს ან იოგურტს) თქვენთვის სასურველი ხილი და კენკრა შეურიეთ
და გემრიელად მიირთვით. შეგიძლიათ, იგივე კომბინაცია გააკეთოთ,
ოღონდ, მაწვნის ნაცვლად უცხიმო ხაჭო გამოიყენოთ.


4. თუ თქვენი ჭამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ, ძალიან მოგშივდათ,
დალიეთ 1 ჩაის ჭიქა პიტნის უშაქრო ჩაი (პატარა ყლუპებით)
ან გაწუწნეთ სალბის აბი – შიმშილის გრძნობა მაშინვე შეგიმცირდებათ.
საერთოდ, სალბი და პიტნა მადას აქვეითებს.


5. იმისთვის, რომ გააკონტროლოთ თავი კვების საკითხში, ანუ, დააფიქსიროთ,
რამდენს ჭამთ დღის განმავლობაში და როდის ხდება ნორმის გადაჭარბება,
სპეციალურ რვეულში ან ბლოკნოტში გააკეთეთ ზუსტი აღრიცხვა –
რომელ საათზე რა და რამდენი მიირთვით.
ასე, აუცილებლად აღმოაჩენთ დარღვევას და მეტად აღარ გაიმეორებთ.


6. შიმშილობა გამოსავალი არ არის, მით უმეტეს, თუ სამსახურში
ყოველდღე დადიხართ და თქვენი სამუშაოც დიდ ენერგიას მოითხოვს.
სადილი დაიწყეთ ლიმონის წვენით შეზავებული ბოსტნეულის სალათით.
10-წუთიანი შუალედის შემდეგ, შეგიძლიათ, მიირთვათ ის საკვები,
რაც იმ დღისთვის გაქვთ განკუთვნილი (მოხარშული ხორცი, სოსისი, თევზი),
ოღონდ, უპუროდ. ხილი კი მხოლოდ 30-40 წუთის შემდეგ დააყოლეთ.


7. სტიმულისთვის, დიეტის დაწყების პირველ დღეებშივე, შეიძინეთ ის კაბა
(შარვალი ან სხვა ტანსაცმელი), რომელზეც ოცნებოდით, ოღონდ, ერთი ზომით პატარა.
ყოველ საღამოს ჩაიცვით, დადექით სარკის წინ და დააკვირდით,
კიდევ რამდენი დაგრჩათ დასაკლები, რომ ამ კაბაში გამოწყობილმა ყველას თვალები დაუბრმავოთ.


8. თქვენი დიეტა უფრო სახალისო რომ გახადოთ, შეიამხანაგეთ რომელიმე მეგობარი –
ერთმანეთი გააკონტროლეთ და გაამხნევეთ.


9. წესად შემოიღეთ დღეში 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაის (უშაქროდ) დალევა (ცივი ან ცხელი სახით).
ეს პროდუქტი ადამიანს აძლევს ნაყროვანების შეგრძნებას, აფერხებს ცხიმების შეწოვას,
არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. თუ მწვანე ჩაის ყოველდღე დალევთ,
მასში შემავალი პოლიფენოლის წყალობით
(რომელიც შლის ცხიმებს) დამატებით „დაწვავთ" 80 კილოკალორიას.


10. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ,
რამე გემრიელი სასუსნავითაც გაინებივროთ თავი, ოღონდ,
როლში არ შეიჭრათ და ზედმეტი არ მოგივიდეთ.


წარმატებებს გისურვებთ!
კატეგორია: ♡ რჩევები ♡ | ნანახია: 1295 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024