თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) პარასკევი, 2024-04-19, 3:40 PM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » საშემოდგომო მაკიაჟი
8:27 PM
საშემოდგომო მაკიაჟი
საშემოდგომო მაკიაჟი
________________________________________
წლის ყველა სეზონს თავისი მაკიაჟი აქვს, ერთმანეთისგან განსხვავებული.
გამონაკლისი არც შემოდგომის მაკიაჟია, მით უფრო, რომ შვებულებიდან
დასვენებული და გარუჯული ჩამოხვედით და გინდათ,
განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდეთ. ამისთვის მთავარია,
თქვენი მზერა იყოს მეტყველი, იდუმალი და მომხიბლავი,
 სახის დანარჩენი ნაწილი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია
.






ალბათ, იცით თვალის მაკიაჟის მთავარი წესები: თვალების გარე კუთხისკენ თვალის „ჩრდილი" მუქდება,
წარბსა და ჩრდილს შორის, თხლად უნდა წაისვათ ღია ფერის „ჩრდილი"; ბაცი „ჩრდილი" ისმევა,
ასევე, თვალის შიდა კუთხესთან. მაგრამ, არსებობს თვალის მაკიაჟის კიდევ რამდენიმე საიდუმლო ხერხი,
რომლებიც ბევრმა არ იცის. მაგალითად: ბაცი შეფერილობის კონსილერი არ უნდა წაისვათ შეშუპებულ ქვედა ქუთუთოზე,
თვალების ქვეშ – ამით მხოლოდ ხაზს გაუსვამთ შეშუპებას; მაკიაჟის ცივი ტონები უფრო მკვეთრად აჩენს ნაოჭებს;
ქუთუთოებსა და თვალების გარშემო მოდუნებული კანის შემთხვევაში, უმჯობესია,
გამოიყენოთ კრემის კონსისტენციის „ჩრდილები"; ჩამოკიდებული ქუთუთოები შეგიძლიათ,
ვიზუალურად „გააქროთ" მის ნაოჭებზე მორუხო-მოყავისფრო „ჩრდილის" წასმით.



გაითვალისწინეთ, რომ „ჩრდილების" ტონები უნდა შეარჩიოთ არა თვალის, არამედ თქვენი სახის კანისა და ტანსაცმლის
ფერების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მზერა დაკარგავს იდუმალებასა და მომხიბლაობას.


როგორ უნდა შენიღბოთ წვრილი ნაოჭები თვალების ქვეშ? ძალიან ადვილად: კონსილერით დასვით რამდენიმე წერტილი
ქვედა ქუთუთოს მთელ სიგრძეზე და ფაქიზად შეიზილეთ თითით. რამდენიმე წამში არასასურველი „ნაფხაჭნები" თითქმის უჩინარი გახდება.


კარგად დატუშული წამწამები მზერას სითბოს ჰმატებს. გამოიყენეთ ორფაზიანი ტუში:
ჯერ წაისვით ეგრეთწოდებული ბაზა (თეთრი ფერის),
მერე კი – თავად ტუში ორ ფენად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვალის გარე კუთხისკენ მდებარე წამწამებს.
შედეგად, თქვენი წამწამები იმ დონეზე დაგრძელდება და გახშირდება, რომ ხელოვნური წამწამები საჭირო აღარ გახდება.


ვიზაჟისტებმა იციან არაერთი „ილეთი", რომელთა წყალობითაც თქვენი მზერა უფრო მეტყველი და სხივიანი გახდება.
ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული „გამადიდებელი" ილეთი: ქვედა ქუთუთოზე შიდა მხრიდან გაისვით თეთრი კონტური,
ზემოთა ქუთუთოზე კი, წამწამების ზემოდან – შავი კონტური
.



დიდ თვალებს „კატისებრ" მზერას მისცემთ, თუ ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეს შავ კონტურს გაიკეთებთ.



თქვენი მზერა განსაკუთრებით სხივიანი იქნება, თუ ზედა ქუთუთოს ორივე კუთხესა და წარბის გასწვრივ,
ოდნავ ქვემოთ წაისვამთ თქვენი კანის ფერზე ოდნავ მუქ „ჩრდილს", შუა ქუთუთოზე კი – იმავე ტონალობის, ოღონდ, ოდნავ ბაცს.



თუ გსურთ, იდუმალი და ამოუცნობი გამოხედვა გქონდეთ, წაისვით ზედა ქუთუთოზე, წამწამების გასწვრივ,
მუქი „ჩრდილი" და ფაქიზად „გაშალეთ" „ჩრდილის" წასასმელი პატარა ბალიშით ისე რომ, შავი კონტური ოდნავ წაიშალოს.
ოღონდ, არც „ჩრდილის" ფერი მოგივიდეთ ზედმეტად მუქი და ნურც კონტურს წაშლით მთლიანად.


შესაძლებელია, პირველივე ცდაზე ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი, მაგრამ,
თუ ამ საქმეში დაოსტატდებით, გარწმუნებთ,
თქვენს მზერას ვერც ერთი მამაკაცი ვერ ჩაუვლის გულგრილად.


კატეგორია: ♡ რჩევები ♡ | ნანახია: 1816 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024