თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) ოთხშაბათი, 2024-04-24, 5:11 AM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი
12:20 PM
როგორ მივიღოთ რესპექტაბელური ქალის იმიჯი
რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა გოგონებისთვის მაკიაჟთან დაკავშირებით

გამოცდები დასრულდა, უკვე სტუდენტები ხართ და სტილის შესცვლა გადაწყვიტეთ.
ეს ძალიან კარგია, რადგან ქალისთვის თითქმის აუცილებელია სტილის ხშირი ცვლა,
დიდი მნიშვნელობა აქვს მაკიაჟს, ამ საკითხ
ი კი შევეცდები
მეტ-ნაკლებად დაგეხმაროთ რჩევების სახით...


სხვათა შორის, ეს არც ისე ძნელია და, რაც მთავარია,
სულაც არ არის საჭირო არც განსაკუთრებით ძვირადღირებული კოსმეტიკა
და არც მოდურ-პრესტიჟულ ვიზაჟისტთან ვიზიტი,
რომელიც ერთ მისვლაზე ლამის მანქანის საყიდლად სამყოფ თანხას დაგატოვებინებთ.
ამის გაკეთებას თავადაც შეძლებთ. თუ ხელი გაწაფული არ გაქვთ,
არც ამაზე იდარდოთ, ერთი-ორი „გავარჯიშების"
შემდეგ ადვილად აუღებთ ალღოს და, შესაძლოა, მერე სხვას აღარც კი ენდოთ.


მაშ, ასე:

1. ტონიკით გაიწმინდეთ სახე, წაისვით ჯერ დღის მკვებავი,
შემდეგ დამცავი კრემი და 15 წუთის შემდეგ – ტონალური,
რომლის შემადგენლობაშიც იქნება 30 პროცენტი წყალი,
რაც ღრმად ატენიანებს კანს 14 საათის განმავლობაში
(წყლისა და სხვა ნივთიერებების შემცველობა მითითებული იქნება კოლოფზე).


2. თვალების შიდა კუთხესთან, ზედა ქუთუთოზე,
თხლად წაისვით ღია ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) „ჩრდილი",
ქუთუთოს „ნაკეცსა" და გარე კუთხისკენ – ოდნავ უფრო მუქი.


3. წამწამებზე ორჯერ წაისვით შავი ფერის ტუში
(შავი წამწამები განსაკუთრებით მოგიხდებათ, თუ ღია ფერის თვალები გაქვთ) –
ეს თქვენს მზერას უფრო მეტყველსა და ვნებიანს (ოღონდ, არა ვულგარულს) გახდის.



4. ღაწვებზე მკრთალად წაისვით თქვენი სახის კანზე
(ან იმ ტონალურ კრემზე, რომელიც გისვიათ) ნახევარი ტონით მუქი რუჟი,
რომელიც საფეთქლის მიმართულებით უფრო უნდა გაბაცდეს.


5. ტუჩის საცხი კი აუცილებლად ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ტონალობის უნდა იყოს
და ჰქონდეს დამატენიანებელი ეფექტი. ზემოდან ძალიან თხლად გადაისვით „ბლესკი".



6. ვარცხნილობაც „საქმიანი ქალის" იმიჯს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მოკლე თმა გაქვთ, სასურველია,
კლასიკურ სტილს მსუბუქად „შეურიოთ" მოდერნისტული ელემენტები (თქვენი ასაკიდან გამომდინარე);
გრძელი თმა კი, უმჯობესია, დაიხვიოთ და მერე აიკეცოთ, ან, შესაძლოა, ძალიან მოგიხდეთ გადატკეცილი
და უკან „ცხენის კუდივით" შეკრული სწორი თმა. ყოველ შემთხვევაში,
თქვენი ვარცხნილობა არ უნდა იყოს ვულგარული და ზედმეტად გამომწვევი
(და, რა თქმა უნდა, არც ძველმოდური).




7. და, ბოლო „აკორდი" – სათვალე, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ გჭირდებათ,
რადგან ღმერთმა შესანიშნავი მხედველობით დაგაჯილდოვათ, მაგრამ,
ნამდვილად არ აწყენს თქვენს თვალებს დამცავმინებიანი, უნომრო სათვალე (ცხადია, ჩარჩო უნდა გიხდებოდეთ),
რომელიც თქვენს მხედველობასაც გაუფრთხილდება, საქმიანი და
რესპექტაბელური ქალის იერსაც შეგძენთ და თქვენს მზერასაც იდუმალი ვნების ნაპერწკალს შეჰმატებს.



ყოველთვის გახსოვდეთ :

კატეგორია: ♡ რჩევები ♡ | ნანახია: 1163 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024