თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) პარასკევი, 2024-03-29, 1:07 AM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი
8:44 PM
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი
მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ქმნიდა არქიტექტურულ ნაგებობებს.
ეს ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ XXI
საუკუნეშიც კი იწვევს ჩვენს გაოცებასა და აღტაცებას.
________________

გიზას პირამიდები. ეგვიპტე. ძვ.წ XXVI ს. მსოფლიოს 7 საოცრებიდან
ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. პირამიდა ფარაონის
სამარხს წარმოადგენს, იგი ძველი ეგვიპტის დიდებასა და სიძლიერეს
განასახიერებს.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

სტოუნჰენჯი. დიდი ბრიტანეთი. ბრინჯაოს ხანა. ამ გიგანტური
ლოდების - მეგალითებისგან შექმნილი კომპლექსის დანიშნულება
ბოლომდე გარკვეული არაა. სავარაუდოდ, იგი დაკავშირებული იყო
უძველეს რელიგიასთან - მზის კულტთან.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ძველი მსოფლიოს საოცრებებს ეკუთვნის აგრეთვე შუამდინარეთში
გავრცელებული უზარმაზარი საფეხურისებრი კოშკები, რომელთა
თავზე მოთავსებული იყო ტაძარი - ზიკურატი. მათ შორის ყველაზე
დიდი იყო ე.წ ბაბილონის გოდოლი. რომელიც, ბიბლიის თანახმათ,
განრისებულმა უფალმა დაანგრია. ბაბილონის გოდოლი ადამიანის
ცოდვების სიმბოლო გახდა. ამერიკელი რეჟისორის ჯ. ჰასტინის
ფილმმა 'ბიბლია'(1966) გოდოლის დანგრევის სცნებით მთელს
მსოფლიოში გაითვა სახელი.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ანტიკურ სამყაროში ასევე არაერთი არქიტექტურული შედევრი
შეიქმნა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ათენის აკროპოლისის
კომპლექსი
და ძველ რომში აგებული კოლიზეუმი, რომელშიც
იმართებოდა სანახაობები.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა
და ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა ე.წ ომარის მეჩეთი
იერუსალიმში. იგი არაბთა სახელმწიფოს დიდებას განასახიერებდა.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

იცით თუ არა, რომ დედამიწაზე არსებობს არქიტექტურული
ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდანაც კარგად ჩანს ? ეს ჩინეთის
დიდი კედელია !
კედელი ქვეყნის მთელ ჩრდილოეთ საზღვარს
გასდევს. იგი უდიდესი თავდაცვითი ნაგებობაა მსოფლიოში.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

აია-სოფია არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია,
რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი
მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში
განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

თანამედროვე არქიტექტურაც მრავალ საოცრებას გვთავაზობს.
ახალი ტექნოლოგიები მეტ გასაქანს აძლევს არქიტექტორების
ფანტაზიას.
კატეგორია: ♡ ეს საინტერესოა ♡ | ნანახია: 1652 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024