თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) სამშაბათი, 2024-04-23, 4:46 PM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » Macaulay Culkin-ის ბიოგრაფი
2:59 PM
Macaulay Culkin-ის ბიოგრაფი


ეს ადამიანი იმ ვარსკვლავთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრება წარმატებით დაიწყეს ..
ზრდასრულ ასაკში კი პირიქით მათი კარიერა დაემხო. ცნობილია ფილმით Home Alone,რომელმაც
არნახული პოპულარობა ჰპოვა...მაგრამ მალევე მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება.
იგი 1980 წელს დაიბადა მანჰეტენზე, აღზრდილია რომანული კათოლიკური ტრადიციებით.მამამისი,
კიტ კალკინი, ბროდვეის ყოფილი მსახიობი იყო და ასევე ბრძანდებოდა 7 შვილის მამაც.მაკოლეის კინოკარიერა
4 წლის ასაკიდან დაიწყო. მას ეპიზოდურ როლებში იღებდნენ. 1990 წელს კი

კრის კოლამბუსმა Home Alone გადაიღო და პატარა კევინიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და
მაღალანაზღაურებადი ბავშვი გახდა. ჯილდოებს დიდი ჰონორარიც დაემატა, რომელიც,
რაღაც მიზეზების გამო, მშობლებს გადაეცათ. ასევე ამ დროს იგი სამოყვარულო კამერით იღებდა "დოკუმენტური ფილმსაც” ..
ეს კამერა ბიჭს ერთ-ერთმა გადამღები ჯგუფის წევრმა მისცა.ბიჭი კადრს მიღმა
ყველაფერს იღებდა და შემდეგ ამ ფილმა დიდი წარმატება ჰპოვა. იგი იმდენად წარმატებული გახდა,რომ სამ ფილმში მიიწვიეს კიდევ გადასაღებად ...
ესენია: Wish Kid, Only The Lonelyდა My Girl. 1992 წელს Home Alone-ის მეორე ნაწილი,
Lost In New York გამოვიდა და

ანალოგიური წარმატება ხვდა წილად. ნდა ითქვას,რომ ამ ყველაფრი პარალელურად კალკინი ძალიან დაუახლოვდა მაიკლ ჯექსონს.
შესაძლოა ვთქვათ რომ ისინი საუკეთესო მეგობრების კი იყვნენ მიუხედავად ასაკში განსხვავებისა..
ჯექსონის ყველასათვის ცნობილი სიმღერა Black or White სწორედ ამ დროს ჩაიწერა.
მაკი და მაიკლი ერთად ისვენებდნენ და ფანებს წყლით გაბერილ ავტოგრაფებიან ბუშტებს
პირდაპირ სასტუმროს აივნიდან ესროდნენ.



მაკოლეი Neverland-ის რანჩოს ხშირი სტუმარი იყო და ბევრჯერ ღამეც იქ გაუთევია.
ყველამ კარგად იცით რომ მაიკლს სასამართლოში უჩიოდნენ , მას პედოფილიაში სდებდნენ ბრალს.
თუმცა კალკინმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა,რომ ის ხშირად ისვენებდა მაიკლთან და არანაირი
ამორალური განზარახვა არ ყოფილა მის მხრიდან. იგი ამბობდა, რომ მასსაც, ისევე როგორც სხვა ბავშვებს,
ბევრჯერ ეძინა მაიკლის საწოლში,

თუმცა არასდროს ყოფილა შემთხვევა, მომღერალი მას ამორალურად შეხებოდა ან მოქცეოდა.
დროისათვის მაკოლეი კალკინი უკვე შემდგარი ვარსკვლავბიჭუნა და ყველა დროის ყველაზე

მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა მსახიობი იყო.მიუხედავად ყველაფრისა უნდა ითქვას,რომ
მშობლების მას არ უმხელდნენ ბიუჯეტის რაოდენობას.მაგრამ აშკარა იყო რომ საქმე რამდენიმე
მილიონს ეხებოდა.მისი კარიერის ,,დამხობაც,, დაღმასვლაც სწორედ აქედან დაიწყო.
93 წელს იგი The Good Son-ში გადაიღეს.ამ ფილმში სულ სხვანაირ ადამიანად მოგვევლინა.

უცოდველი ბიჭუნას როლიდან გადაინაცვლა სატანურ როლზე.უნდა აღინიშნოს, რომეს ფანებს
არ ესიამოვნათ და ძველი კალკინის დაბრუნება სურდათ.თუმცა ბიჭი ყველანაირად
ცდილობდა ფანების დარწმუნებას რომ ის გაიზარდა და ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა
ოღონდ სხვა კუთხით.მაკის ბავშვად დარჩენა არა მხოლოდ ფანატების სურვილი იყო.
მამამისსაც სწორედ ეს სურს. გამოვა რა ბავშვური იმიჯიდან, მაკის პოპულარობა და
ჰონორარი ერთდროულად დაიკლებს. ნელ-ნელა იწყება იძულების პერიოდი,
როდესაც შვილი ფულის შოვნის იარაღად იქცევა. ოჯახში ბზარიი გაჩნდა.
დაიწყო პრობლემები. მისი მშობლები გაყრას აპირებდნენ.

ძირითადად ფული მათ სასამართლოებში იხარჯებოდა.2 წლის ბრძოლის შემდეგ
დედამ გაიმარჯვა და მეურვეობა საკუთარ თავზე აიღო.

მამამისის ,,ჩამოშორების,, შემდეგ ყველფერი კიდევ უფრო აირიია. მან 17 წლის ასაკში მოიყვანა ცოლი მსახიობი რეიჩელ მაინერი,რომელსაც მალევე 2 წლის შემდეგ დაშორდა.სწორედ მას დაეწყო ამ დროს შიშები აგორაფობია, ანუ შიში ხალხმრავლობის მიმართ. 2003 წელს, ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, მაკოლეიმ ითამაშა ფილმში Party Monster.
ნარკომანი ტრანსვესტიტის როლის განსახიერებით იგი ეცადა, ეჩვენებინა, რომ გაიზარდა,
რომ დიდი ხანია, რაც გამოვიდა ბავშური ასაკიდან და რომ სურს, თავისი ასაკის შესაბამისი
ცხოვრებით იცხოვროს. 2004 წელს მაკი ლარი კინგს ყველაფერს მოუყვა თავისი ცხოვრების შესახებ. გაიხსენა,
რომ უმაღლეს მწვერვალს იმ დროს მიაღწია, როცა მისი ტოლები ამაზე "რომ გავიზრდები”
ასაკისთვის ოცნებობენ. ისიც თქვა, რომ წავიდა, რადგან ზედმეტად და უსამართლოდ
გადაიღალა ვარსკვლავური ცხოვრებისაგან და დაბრუნდა, რადგან გადაღებები მოენატრა. ამავე წელს მაკოლეი ფილმ Saved!-ში გადაიღეს და ციხეშიც ჩასვეს ცოტა ხნით – მარიხუანას ტარების გამო.



ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც მაკოლეი მონაწილეობს, Sex and Breakfast-ია.
დღესდღეობით მაკოლეი კალკინი, ვისთვის ჯერ კიდევ კევინ მაკალისტერი,
ნიუ იორკში ცხოვრობს მეგობარ გოგონასთან, მილა კუინსთან ერთად. მიუხედავად დაძაბული
ცხოვრებისა, იგი არაფერს ნანობს. დღევანდელობით კმაყოფილია და თვლის, რომ სულ ცოტაც
რომ შეცვლილიყო მის ცხოვრებაში, ამას შეეძლო, გაცილებით განსხვავებული შედეგი მოეტანა.
წიგნიც დაწერა საკუთარ თავზე, Junior ჰქვია. ახლა უკვე გაიზარდა. გარეგნობაც შეეცვალა. ახლა აღარ არის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავბიჭუნა.
კევინ მაკალისტერი ნელ-ნელა მაკოლეი კალკინი გახდა.


კატეგორია: ♡ (°ვარსკვლავები°) ♡ | ნანახია: 1480 | დაამატა: kristine | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024