თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) პარასკევი, 2024-04-26, 8:07 PM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ქართველმა დიზაინერებმა David Koma კომაში ჩააგდეს
11:14 PM
ქართველმა დიზაინერებმა David Koma კომაში ჩააგდეს


საქართველოში ყველა პროფესიას ჰავს თავისი „კრიტიკოსი" გარდა,
ერთი პროფესიისა - fashion.
ეს, ალბათ, იმიტომ, რომ შიში აქვთ outside არ დარჩნენ
მოდის კვირეულებიდან, ან იმიტომ,
რომ ყველა მათი „ძალიან" ნაცნობი და მეგობარია, მაგრამ, ალბათ,
უფრო იმიტომ, რომ ამ საქმის პროფესიონალი არ გვყავს.


მე ნაკლები შიში მაქვს outside-ერობის, არც ჩემი კოლეგა-დიზაინერების რისხვის მეშინია.
იმედს ვიტოვებ,
რომ ჯანსაღ კრიტიკას მიიღებენ და ამას პირად შეურაცხყოფად არ ჩათვლიან.


თუ გსურთ, რომ ოდესმე საქართველოში მოდა განვითარდეს, კრიტიკა აუცილებელია,
კრიტიკის გარეშე დიზაინერი ვერ განვითარდება და გაიყინება იმ წერტილში,
საიდანაც დაიწყო - სწორედ ეს ვიხილეთ მოდის კვირეულზე.


დავიწყებ მთავარი თემით. ჩვენ მოხარულნი ვართ,
რომ საქართველოში უკვე მე-4-დ იმართება „Georgian Fashionweek".
ეს ძალიან კარგია, თუმცა მხოლოდ პოდიუმი, კარგი მაკიაჟი, კარგი განათება,
მოდელის პარამეტრების მქონე გოგონები, კარგი stuff-ი და
თუნდაც რუსთაველის თეატრი ვერ შექმნიან მოდის კვირეულს.


დღეს fashionweek-ის პირობებს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი აკმაყოფილებს.
მთავარი პრობლემა დიზაინერებშია.
ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და კორექტული ვიყო ჩემი კოლეგების მიმართ,
ალბათ გამომივა.


ჩემი პირადი თხოვნა იქნება აბრეშუმის მწარმოებელი ქარხანა-ფაბრიკების მიმართ,
აკრძალონ საქართველოში აბრეშუმის იმპორტი. არ შეიძლება,
დიზაინერი 10 წელი მუშაობდე მხოლოდ აბრეშუმის ქსოვილზე,
მისგან მუდმივად კერავდე კაბას, პიჯაკს, პალტოს, ქურქს, პენუარს...
(ეს მესიჯი ვის მიმართაც არის, იმედი მაქვს, თავად მიხვდება).


ახლა რაც შეეხება ჩვენებებს - უკომენტაროდ დავტოვებ იმ დიზაინერების ჩვენებას,
რომელთა კრიტიკასაც აზრი აღარ აქვს. არც დამსწრე საზოგადოების კრიტიკას დავიწყებ,
უბრალოდ ყველას შევახსენებ, რომ fashion week-ი არ არის კოსტუმირებული კარნავალი.


ჩემი პირადი სიმპათია Alexander Arutyunov-მა დაიმსახურა. მომეწონა ფერთა კონტრასტი,
სილუეტი, მთლიან კოლექციას ეტყობოდა, რომ დიზაინერმა იფიქრა მის შექმნაზე,
რასაც ბევრი დიზაინერის კოლექციაზე ვერ ვიტყვი.


პოდიუმზე ჩემი ფავორიტი იყო „Atelier Informal"-ი - კონცეპტუალური და მოდური.
მუსიკისა და კოლექციის ჰარმონიულმა შეხამებამ კარგი სანახაობა შექმნა.
უმეტესი დიზაინერების ჩვენებაზე ლონდონიდან საგულდაგულოდ
მოწვეული დიზაინერი David Koma – „კომაში ჩავარდა",
თუმცა მისი განწყობა ლელას და თეოს ჩვენებაზე გამოკეთდა.
მათ შეძლეს ჩვენი გულების მოგება და მხურვალე აპლოდისმენტებიც დამსახურებულად მიიღეს.


აპლოდისმენტებზე გამახსენდა - ქართველები ტაშს სხვადასხვა მიზეზით ვუკრავთ და
ეს ყოველთვის როდის ნიშნავს იმას, რომ დიზაინერი მას იმსახურებს. ვფიქრობ ადამიანები,
რომლებიც ამ ნაწერს წაიკითხავენ, მიხვდებიან, თუ როგორი მოკრძალებული ვიყავი კრიტიკის მხრივ.

კატეგორია: ♡ Fashion-Week ♡ | ნანახია: 816 | დაამატა: Nini_Star_Angel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024