თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი :)  მოგესალმებით :)  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გახდეთ საიტის სრულფასოვანი წევრი:)) პარასკევი, 2024-04-26, 6:30 PM   ჩემი პროფილ
                   
კატალოგი
♡ სიახლის დამატება ♡
♡ ექსკლუზივი ♡
♡ Fashion-Week ♡
♡ Foto_Art ♡
♡ არქიტექტურა ♡
♡ აქსესუარები ♡
♡ მოდური ტენდენციები♡
♡ (°ვარსკვლავები°) ♡
♡ ვარცხნილობა ♡
♡ მაკიაჟი ♡
♡ პაპარაცული ფოტოები♡
♡ სიმღერები; კლიპები ♡
♡ რეკლამები ♡
♡ ეს საინტერესოა ♡
♡ სიყვარული ♡
♡ რელიგია და კულტურა ♡
♡ რჩევები ♡
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » ემინემი რეპის მეფე
1:06 PM
ემინემი რეპის მეფე
Rolling Stone_მა ჩაატარა გამოკითხვა თუ ვინ არის რეპის მეფე პირველი ადგილი რეპერ ემინემს ერგო 

<b>Recovery eminem 2011 recovery</b>.

1. Eminem
2. Lil Wayne 
3. Drake 
4. Kanye West 
5. Jay-Z 
6. Nicki Minaj 
7. Rick Ross 
8. Ludacris 
9. Gucci Mane 
10. T.I. 
11. Snoop Dogg 
12. Diddy 
13. Pitbull 
14. Fabolous 
15. Wiz Khalifa 
16. B.o.B 
17. Waka Flocka Flame 
18. Lupe Fiasco 
19. Kid Cudi 
20. Big Boi

Eminem
Eminem>>>>(ქართ. თეთრ ზანგს ნიშნავს;)



მარშალ ბრიუს მაზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) 
ცნობილია თავისი სასცენო სახელით — ემინემი — ამერიკელი რეპერი, 
მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 
70 მილიონზე მეტი ალბომის წყალობით, ემინემი ადრეული 2000-იანი წლების 
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება.
ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა დოქტორ დრემ აღმოაჩინა.

<b>Eminem</b> has 10 nominations for

ემინემმა რეპში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თეთრკანიანი რეპერი შეიძლებოდა ასეთი ნიჭიერი ყოფილიყო და შავკანიანი კოლეგები დაეჯაბნა. 

ემინემის ნიჭი მართლაც განუსაზღვრელია. მას ლირიკულ გენიოსსაც უწოდებენ. მისი ტექსტები იმდენად მახვილგონივრულია, რომ წარმოუდგენელია, მათ მიმართ გულგრილი დარჩე. იგი ხშირად აკრიტიკებს თავის სიმღერებში მუსიკალური ესტრადის სხვადასხვა წარმომადგენლებს და ეს საკმაოდ მარჯვედ გამოსდის. მისი მსხვერპლნი არიან ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილერა და სხვები. ამის გამო რეპერი ბევრს არ ეხატება გულზე, მაგრამ ემინემს ეს არ ადარდებს და იგი კვლავ განაგრძობს აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას. 

* * * 

ემინემი ასპარეზზე 1999 წელს გამოვიდა, როდესაც მისი სინგლი "ქნ ტფქუ შთ" ნამდვილი ჰიტი გახდა. ამ სიმღერას მოჰყვა "კუფდ თდშქ თრფვნ", რომელმაც მთელ მსოფლიოში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ჰიტ–პარადებს მყარად ჩაუდგა სათავეში. ეს სიმღერა დღესაც ძალიან პოპულარულია. ემინემის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი გემოვნების მსმენელს დააკმაყოფილებს. 

ემინემს საკმაოდ რთული და უღიმღამო ბავშვობა ჰქონდა. როდესაც ის პატარა იყო, მამამ ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა საცხოვრებლად. ემინემი ხშირად ახსენებს მამამისს თავის სიმღერებში და ამბობს, რომ მას დასანახად ვერ იტანს. მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ დედა დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა. ამიტომ ემინემი ხშირად უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული და, ბუნებრივია, ეს მას კარგს არაფერს მოუტანდა. მალე ემინემი ქუჩის ბიჭი გახდა და მთელი თავისი დროის გატარება ქუჩაში დაიწყო. მაგრამ ემინემი ცდილობდა საკუთარი ოფლით მოეპოვებინა ფული და, სხვა რეპერებისგან განსხვავებით, ნარკოტიკებით არ ვაჭრობდა. ემინემი არასოდეს ყოფილა კრიმინალი და ქუჩის ჭაობში არასოდეს ჩავარდნილა. მან თინეიჯერულ ასაკში დაიწყო რეპის სიმღერა და ქუჩაში ხშირად რეპავდა. მაშინ არავინ იცოდა, რომ საქმე მომავალ სუპერ ვარსკვლავთან ჰქონდათ. 

1999 წელს ცნობილმა რეპერმა და პროდიუსერმა დოქტორ დრიმ ემინემი შეამჩნია და პირველი სოლო ალბომი გამოაშვებინა. მისი ალბომი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო ემინემი წლის აღმოჩენად დაასახელეს. ამის შემდეგ ემინემის კარიერა მხოლოდ წინ მიდიოდა. მან კიდევ ოთხი ალბომი გამოუშვა და უამრავი ჰიტი აჩუქა მაყურებელს. 

* * * 

როდესაც მის სიმღერებს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ემინემის ცხოვრების ნაწილი ხდები და მასთან ერთად განიცდი დარდს ან სიხარულს. 

პირად ცხოვრებაში ემინემს ნაკლებად უმართლებს. დედამ მას სასამართლოში უჩივლა, რადგან ემინემმა ის საკუთარ ალბომში უდიერად მოიხსენია. ემინემმა მოიგო სასამართლო, მაგრამ ამითი მისი პრობლემები არ დამთავრებულა. იგი გასცილდა ცოლს რომელიც 1996 წელს მოიყვანა, რადგან მისმა ცოლმა ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო. ემინემს შვილი ჰყავს, რომელსაც ჰეილი ქვია. რეპერი ხშირად ახსენებს მას თავის სიმღერებში და ამბობს, რომ მხოლოდ მისთვის ცხოვრობს და არსებობს. ერთი სიტყვით, ემინემს მოსაწყენად არ სცხელა. გთავაზობთ ინტერვიუს მომღერალთან. 

– რეპი ბავშვობიდანვე გიტაცებდათ? 

– რეპი ყოველთვის მიზიდავდა. ბავშვობაში, როდესაც ტელევიზორში რეპს მოვკრავდი თვალს, მაშინვე ტელევიზორს მივეჯაჭვებოდი ხოლმე. როცა ცოტა გავიზარდე, მივხვდი, რომ რეპის სიმღერა შემეძლო. ამას ვერ ისწავლი – ეს ან გაქვს ან არა. მომავალში მივხვდი, რომ რეპი ჩემი ცხოვრება იყო და რეპერი უნდა გამოვსულიყავი. რეპი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომ სამუშაო ჩემთვის სიამოვნება იყო. ვიცი, რომ რეპს შავკანიანების მუსიკას უწოდებენ, მაგრამ მე ყველას დავუმტკიცე, რომ თეთრკანიანებსაც შეუძლიათ გარეპვა. მე ამაყი ვარ, რომ ეს ფაქტი დავადასტურე და სკეპტიკოსებს ლაპარაკის სურვილი გავუქრე. 

– მამათქვენს თქვენს სიმღერებში ცუდად მოიხსენიებთ. რა არის ამის მიზეზი? 

– მამაჩემმა ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. მან მომაკლო ის, რასაც მამის მზრუნველობა ჰქვია. მე არ ვარ გულღრძო ადამიანი, ამიტომ მასზე გაბრაზებული აღარ ვარ, მით უმეტეს, ამდენი წლის შემდეგ. მე ის რამდენიმეჯერ ვახსენე ჩემს სიმღერებში და ვთქვი, რომ ბავშვობა მის გარეშე გავატარე. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. 

– თქვენს შვილს ალბათ დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში. ახერხებთ, რომ მას სათანადო ყურადღება დაუთმოთ? 

– ვცდილობ, ჩემს შვილს ყურადღება და მზრუნველობა არ მოვაკლო და მივცე ის, რაც მე არასოდეს მქონია ბავშვობაში. მამობა განსაკუთრებული შეგრძნებაა. როდესაც შვილთან ერთად ვარ, სხვა ყველაფერი მავიწყდება. ვცდილობ, იდეალური მამა ვიყო. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ტურნეების გამო ხშირად ვერ ვნახულობ შვილს. მაგრამ როდესაც არ ვმუშაობ, მთელი ჩემი ყურადღება მასზეა გადატანილი. შეიძლება ითქვას, რომ იგი ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. 

– ბევრი გაკრიტიკებთ იმის გამო, რომ თქვენს სიმღერებში ხშირია უწმაწური სიტყვები და შეურაცხმყოფელი ფრაზები ქალების მიმართ. როგორ უპასუხებდით კრიტიკოსებს? 

– კრიტიკოსები ყოველთვის იქნებიან და ამას უნდა შეეგუო. ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ამიტომ მე ვერ დავუშლი მათ ჩემს კრიტიკას. ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩემს სიმღერებში იშვიათია, უწმაწური სიტყვები კი რეპის განუყოფელი ნაწილია – ასეთი სიტყვებით აზრს უკეთ გამოხატავ. სასურველია, რომ ჩემი მუსიკა ბავშვებმა არ მოისმინონ, მაგრამ დანარჩენი აუდიტორიისთვის შოკისმომგვრელს არაფერს ვამბობ. 

– თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ფილმში "8 მილი", რომელშიც საკუთარი თავი ითამაშეთ. რამდენად გამოგადგათ ეს გამოცდილება? 

– ყველანაირად, რადგან კინოში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. ეს ჩემი პირველი ფილმი იყო და მანამდე მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია. როდესაც გადაღებებზე ვიყავი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვიხსენებდი. ამ კინოში კარგი მსახიობები თამაშობდნენ, ამიტომ მათ გვერდზე თამაში არ გამიჭირდა. მომავალში ალბათ გავაგრძელებ კინოებში თამაშს. თუმცა არა მგონია, ეს ხშირად გავაკეთო. 

– მომავალში აქტიურად გააგრძელებთ მუშაობას თუ მშვიდ ცხოვრებას მიჰყოფთ ხელს? 

– აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას, რადგან ახალგაზრდა ვარ და კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. კიდევ რამდენიმე ალბომის გამოშვებას ვაპირებ, ხოლო შემდეგ შემიძლია მშვიდ ცხოვრებაზეც ვიფიქრო. მუშაობა ყოველთვის მხიბლავდა, ამიტომ უსაქმოდ დიდხანს ვერ გავჩერდები. ბუნებრივია, მინდა, რომ უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდეს, რათა ოჯახს მეტი ყურადღება დავუთმო, მაგრამ უსაქმურობა არ მხიბლავს. ალბათ აქტიურად კიდევ 5 წელი ვიმუშავებ, ხოლო შემდეგ ვიფიქრებ დასვენებაზე.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♡ (°ვარსკვლავები°) ♡ | ნანახია: 1770 | დაამატა: kristine | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
დრო
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
Beautiful
 

 

Copyright MyCorp © 2024